Bugatti წარმოგიდგენთ ხელით მოხატულ ქირონს. ოქროსფერი ქირონ სუპერ-სპორტი ბუგატის სახლის ახალი ამბავია. სპეციალური sur measure პროგრამის დახმარებით, კომპანიის მომხმარებლებს შეუძლიათ მანქანის პერსონალიზაციაში მიიღონ მონაწილეობას.
ერთ-ერთი ბუგატის მოყვარულის დაკვეთით შეიქმნა პროექტი „ოქროს ერა“ რომელსაც დასჭირდა ორი წელიწადი და ოთხასი საათი და ეს მხოლოდ დეკორაციას. ბუგატი აცხადებს, რომ ეს კომპანიის არსებობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტია.
ჰიპერკარის კორპუსი ორ ფერშია შეღებილი: Nocturne Black და ოქროსფერი ჩრდილი Doré, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ მოდელისთვის (ცხადია, ოქროსა და ვერცხლის შენადნობის პატივსაცემად, რომელსაც ეძახიან: doré alloy).
მგზავრის მხარეს არის ისტორიული მოდელების 26 ესკიზი, მათ შორის Type 41 Royale და Type 57 SC Atlantic, ხოლო მძღოლის მხარეს, 19 მანქანის ესკიზი ახალი ეპოქიდან, რომელიც დაიწყო 1987 წელს. მათ შორის EB110, Veyron და Chiron.
დეკორაცია ვრცელდება სალონზეც. თითოეული კარის პანელი ხელით არის მოხატული სამი ბუგატით: EB110, Veyron და Chiron ერთ მხარეს და Type 35, Type 57 SC Atlantic და Type 41 Royale მეორეზე. ინტერიერში ასევე გამოსახულია ოქროს ეპოქის შესანიშნავი ნაკერი და ხელნაწერი “ერთი-ერთ-ერთი” წარწერა.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Chiron Super Sport ორიგინალურ მოდელთან შედარებით 25 სანტიმეტრით დაგრძელდა, W16 ძრავა 1500-დან 1600 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ასევე შეიქმნა რიგი სისტემების ალტერნატიული პარამეტრები. მოდელის ღირებულება არ არის გამჟღავნებული. Chiron Super Sport ოფიციალურად წარმოდგენილი იქნება Monterey Car Week-ზე, აშშ-ში, 17 აგვისტოს.