„ოქროს ტალღა“ და მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში

2950
page

„ოქროს ტალღა“ დასრულდა, მაგრამ აჟიოტაჟი მის გარშემო არ წყდება. წლევანდელი წელი ძალიან პოპმეზური, საინტერესო და მუსიკალურად დატვირთული გამოვიდა. დამსწრე საზოგადოებას არ განელებია ის აღფრთოვანება, რაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლის, მარკ მარტელის პერფორმანსმა გამოიწვია.

წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა ანრი ჯოხაძის სიმღერამ„ ცივი ნოემბერი“, რომელიც ნიკა ჩერქეზიშვილის ტექსტზე შეიქმნა.

მას შემდეგ, რაც რადიოჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ მთავარი პრიზის მისაღებად სცენაზე ანრი ჯოხაძე მიიწვია, მომღერალი დაბნეულობას ვერ მალავდა და მიღებული ჯილდოს გამო უამრავ მადლობას იხდიდა. როგორც აღნიშნა, „ცივი ნოემბერი“ არ იყო განკუთვნილი კომერციული წარმატებისთვის, თუმცა მისი და ხალხის ემოციები ერთმანეთს დაემთხვა.

ანრიმ ჯილდოთი ხელში ფოტო და სამადლობელო წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ ფოტოს სამი ათასზე მეტი მოწონება აქვს.

წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი გახდა მაკა ზამბახიძე, რომელიც საკუთარი დიზაინით შეკერილ თეთრ კაბაში ბრწყინავდა და სცენაზე ასულმა განსაკუთრებული ემოციები გამოხატა. ჯილდოზე წარდგენილი ის მანუჩარ მანჯავიძის სიმღერით „შენთან ვიქნები“ იყო, რომელიც  ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად ჩაწერა.

წლის მამაკაცი შემსრულებლის ტიტული სტეფანეს ეკუთვნის. მისი აქტიურობა დაფასდა და როგორც დაგვპირდა, კვლავ ექნება ბევრი სიახლე.

სოფო ნიჟარაძემ და საბა კემულარიამ წლლის რიმეიქისთვის განკუთვნილი პრიზი მოიპოვეს სიმღერისთვის „კართან მოდგა შემოდგომა“, მისი ახალი ვერსიის არანჟირება ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის.

კიდევ ერთი შემსრულებელი, რომელიც „ოქროს ტალღას“ სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა, ნოდიკო ტატიშვილია. მან და ნესტან სინჯიკაშვილმა საუკეთესო კლიპისთვის მოიპოვეს პრიზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები