„ოქროს ტალღა“ „ტევეპირველის“ ობიექტივში (ვიდეო)

628
goldenwavetvpirveli

„ტევეპირველში“, ნინო არაზაშვილის შუადღის გადაცემას „ოქროს ტალღაზე“ სასუბროდ ეწვივნენ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ პიარმენეჯერი, თათა სადრაძე და მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი და დავით გომართელი. მათ საგანგებოდ გაუსვეს ხაზი, როგორი მნიშვნელოვანია „ოქროს ტალღის“ არსებობა საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის.

წლევანდელ სიახლეზე კი, რომელიც „ოქროს ტალღას“ უკავშირდება, თათა სადრაძემ უფრო ვრცლად ილაპარაკა.

„აბსოლუტურად ყველა სიმღერა, რომლის პრემიერაც ჩვენს ოთხ რადიოსადგურში ხდება, ხვდება „ოქროს ტალღის“ ჩამონათვალში. სხვადასხვა ჩარტის, გამოკითხვის, სოციალურ ქსელებში ნახვის, ჟიურის მუშაობის შედეგად, 8 კატეგორიაში, წელს პირველად გამოვლინდა ნომინანტი სამეულები, რომლებიც დასახელდება 24 მაისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე. სულ 15 ნომინაციაზე მეტი გაიცემა, აქედან 8 ნომინაციის გამარჯვებულის შერჩევაში კომპეტენტური ჟიური მონაწილეობს. გათვალისწინებულია წლის განმავლობაში მომღერლისა თუ ჯგუფის ყველანაირი აქტივობა.

შეგახსენებთ, რომ წლის სიმღერის კონკურსი 11 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. მისი სპეციალური სტუმარი კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელია.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები