„ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდო ანრი ჯოხაძეს უკვე მეორედ გადაეცა

258
anri-696x398

„ოქროს ტალღა 2019“ დასრულდა! ცნობილია გამარჯვებულები ყველა ნომინაციაში. მთავარი ჯილდო, წლის სიმღერის ნომინაციაში გადაეცა ანრი ჯოხაძეს სიმღერისთვის „ცივი ნოემბერი“. შეგახსენებთ, რომ მომღერალი უკვე მეორედ გახდა მთავარი პრიზის მფლობელი. პირველად მან იმავე ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა კომპოზიციით „განა ყველა ქალი ქალია“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღა“ რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“ ექვსი წლის წინ დააფუძნა. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია წლიდან წლამდე უფრო მეტ მასშტაბს იძენს. წელს გამარჯვებულები 15 კატეგორიაში დასახელდნენ.

allart.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები