„ოქროს ტალღის“ სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის

25

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაფუძნებული წლის სიმღერის დაჯილდოვება სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ უკვე მეოთხე წელია, იმართება. სწორედ ამდენჯერ გამოვლინდა წლის სიმღერის ავტორი და დაჯილდოვდა ფულადი პრიზით. გარდა ამისა, დასახელდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში. ქართველი მუსიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში არ იმართება, „ოქროს ტალღა“ არის ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი, რომლის საშუალებითაც მომღერლებს საკუთარი ნამუშევრების კიდევ ერთხელ წარმოჩენის საშალება ეძლევათ. მათ შორისაა ინტერნეტგამოკითხვა, რომლითაც „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება.

ხმის მიცემა უკვე დიდი ხანია, დაწყებულია – კონკურსში უპრეცედენტოდ ბევრი, 125 სიმღერაა წარმოდგენილი. ხმის მიცემა დღეში ერთხელ შესაძლებელია საიტზე goldenwave.ge. ხმის მიცემა 18 ივნისს დასრულდება.

ახლა რაც შეეხება ათეულს, რომელიც ამ მარათონში გამოიკვეთა – ათეულში არიან ტატო გოდერძიშვილი სიმღერით „დედა“, „იბერია“, გოჩა იაშაღაშვილი, „თეატრალურის კვარტეტი“, მასტერი, გია დავითიანი, გიორგი წიკლაური, სოფო ბედია, გიორგი ბუშელაშვილი და ეკუნა ყანჩაველი, რომელიც ჯერჯერობით პირველ პოზიცია არ თმობს.

დაჯილდოვების ცერემონია 20 ივნისსაა დაგეგმილი მთაწმინდაზე. ჰოლდინგში აქტიური მზადების პროცესი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები