როგორც პრაიმტაიმთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ოქტომბრის დასაწყისში, იწყება მასშტაბური პროგრამა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში.
„დღეს ეს ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც გულისხმობს არა მარტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლისა და რეაგირების გამკაცრებას, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულების მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით ნოვაციებსაც ვგეგმავთ, რაც არსებულ პრობლემაზე პოზიტიურად უნდა აისახოს.
ეს საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი პროექტია, რომელშიც არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და მხარდაჭერა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს პროექტი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, სწორედ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კეთდება. მე ამას ასეც დავარქმევდი – „კანონი თქვენი უსაფრთხოებისთვის,“ – აცხადებს მინისტრი.
წყარო : პრაიმტაიმი