LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორგანიზმის განტვირთვა და დასვენება სადღესასწაულო დღეებში

108
ორგანიზმის განტვირთვა და დასვენება სადღესასწაულო დღეებში

სწორი კვების რეჟიმი და ჯანსაღი საკვები უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. მოწესრიგებული კვების რეჟიმის პირობებშიც კი განტვირთვის დღეები სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ორგანიზმის განტვირთვისა და დასვენების საჭიროება, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში დგება.

საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, ნამცხვარი, ხილი, შამპანური და კიდევ მსგავსი ნოყიერი და მაღალკალორიული საკვებ-სასმელი რომ თავს ერთად მოიყრის კუჭში, ძნელი წარმოსადგენი არ არის რას გამოიწვევს ეს ყოველივე ზომიერების დაცვის შემთხვევაშიც კი. მრავალფეროვანი კერძების ზედიზედ მიღება, დისკომფორტის შეგრძნებას ქმნის. თუ სადღესასწაულო დღეებში კუჭის დასვენება არ გამოგვდის, მაშინ მომდევნო დღეებში მაინც აღირსეთ განტვირთვა თუნდაც ერთი დღე. გთავაზობთ განტვირთვის დღეების მოწყობის რამდენიმე ხერხს.

ვაშლის დღე – დღის განმავლობაში მიიღეთ 1 კგ. ვაშლი, მინერალური წყალი შეუზღუდავად. კიტრის დღე – 1,5 კგ. კიტრი დღის მანძილზე, საღამოს 1 ცალი ვაშლი. ამ დღეს, წყლის დიდი რაოდენობით მიღების აუცილებლობა არ არის. ხაჭოს დღე – 500 გრ. სუფთა ხაჭო და მინერალური წყალი. ხორცის დღე – 400 გრ. მოხარშული ხორცი მთელი დღის მანძილზე (ღორისა და ცხვრის ხორცის გარდა). შეგიძლიათ მიიღოთ ასევე რომელიმე ბოსტნეული (უმი მარილის გარეშე). წყლის დღე – დღის მანძილზე სვამთ 2,5-3 . უგაზო, მინერალურ წყალს. ძლიერი შიმშილის დროს შეგიძლიათ ვაშლი მიიღოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები