დიეგო მარადონამ ზეპ ბლატერისა და მიშელ პლატინის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვა, რომელსაც ”ორი ქურდი” ეწერა. ლეგენდარული არგენტინელი ფიფასა და უეფას პრეზიდენტების თანამდებობიდან გათავისუფლებით კმაყოფილია.
დეკემბერში, პლატინი და ბლატერი ფეხბურთს 8 წლით ჩამოაშორეს. გარდა დისკვალიფიკაციისა, ბლატერი 50 ათას შვეიცარიულ ფრანკსაც გადაიხდის, დაჯარიმდა პლატინიც – მას 80 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.
2011 წელს ბლატერმა პლატინის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაუხადა. ფიფას პრეზიდენტმა ამ გადარიცხვის მართებულობის დადასტურება ვერც სიტყვიერად შეძლო და ვერც წერილობით. მისი ახსნა-განმარტება არადამაჯერებლად სცნეს და ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ მხედველობაში არ მიიღო.