LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსკარზე წარდგენილი “9 მთას იქით” ჩვენება ქართულ კინოთეატრებში 12 ნოემბრიდან დაიწყება

55

Ardaidardo.Ge12 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ქართული ფილმის, “ცხრა მთას იქით” პრემიერა გაიმართება. გადაღებული ნამუშევრის რეჟისორი ლევან თუთბერიძეა . ფილმი ახალგაზრდა ინგლისელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც მეგობარ ბიჭთან ერთად, სიყვარულის საძიებლად საქართველოს მთებში მიემგზავრება. მთის ადათ-წესებსა და მითოლოგიაში დაკარგული, მისი ვნება და პსიქო-ნერვული მდგომარეობა “წითელ ზღვარს” სცდება. ხდება სხვადასხვა მსოფლმხედველობის, ცივილიზაციის და მითოლოგიის დაჯახება, სადაც გამარჯვებული არავინ არის…

ფილმის საუნდტრეკების ავტორი ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფი “შინია”, რომელიც 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის მუსიკა ითავსებს ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს, ჯაზს, პოლიფონიურ ვოკალებს, ფლამენკოსა და ფიუჟენს.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი ასრულებს, რომელიც წელს, პირველად, APშA-ს უმნიშვნელოვანესი კინოდაჯილდოვების ნომინანტია,ირანელი რეჟისორის მოჰსენ მაჰმალბაფის სურათში “პრეზიდენტი” შესრულებული მთავარი როლისთვის. მიშა გომიაშვილი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები