ოსვენციმს ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა. გამოცემა “Deutsche Welle”-ს ინფორმაციით, საკონცენტრაციო ბანაკს გასულ წელს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 2,2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 50 ათასით უფრო მეტია. ვიზიტორთა შორის უმრავლესობა პოლონელები იყვნენ, მეორე ადგილს ამერიკელები და მესამეს კი – ბრიტანელები იკავებენ. გარდა ამისა, დიდი იყო დაინტერესება გერმანელთა, კანადელთა, უკრაინელთა და ბერძენთა მხრიდანაც.
აღსანიშნავია, რომ კონცლაგერის მუზეუმს 2001 წლამდე მილიონამდე ვიზიტორიც კი არ ყოლია.