LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pagani-მ ავარიის შემდეგ უნიკალური სუპერქარი აღადგინა (ვიდეო)

36

კომპანია Pagani-მ გამოაქვეყნა რგოლი, რომელშიც ნაჩვენებია ერთადერთ ეკზემპლარად არსებული სუპერქარ Huayra Pearl-ის აღდგენის პროცესი. კომპანიამ სერიოზული ავარიის შემდეგ ავტომობილი გაარემონტა და გააუმჯობესა.

დამტვრეული Huayra Pearl-ის ფოტოები ინტერნეტში გასულ ზაფხულს გავრცელდა. ავტომობილმა პარიზში სასტუმრო Four Seasons Hotel George V-თან მართვა დაკარგა და დაპარკინგებულ Peugeot-ს დაეჯახა.

არაოფიციალური მონაცემებით, უნიკალური Pagani საუდის არაბეთში მცხოვრები კლიენტის საკუთრებაა.

გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლში გარემონტებულ ავტომობილსა და მის წარმომავლობაზე პირადად მარკის დამაარსებელი, ჰორაციო პაგანი ყვება. აღდგენის პროცესში სუპერქარმა ახალი აეროდინამიური დეტალები მიიღო.

Pagani Huayra Pearl 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. ის ძარის განსაკუთრებული ელემენტებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები