LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკისტანში ხელოვნური წვიმა მოიყვანეს

122
hhh-8

ძლიერი სმოგით შეწუხებულმა პაკისტანელებმა ხელოვნური წვიმის ტექნოლოგია დატესტეს. გამოცემა France 24-ის ინფორმაციით, სმოგი ბოლო დღეების განმავლობაში იმდენად ძლიერი იყო რომ რამდენიმე ქალაქში სკოლებიც კი დაიხურა.

რაც შეეხება ხელოვნურ წვიმას, ეს პროცესი ვერცხლის იოდიდისა და ყვითელი აცეტონის გამოყენებით გამოიწვიეს. საქმე ისაა, რომ ამ ნივთიერებების წვა წვიმის წვეთების წარმოქმნას უწყობს ხელს. ტექნოლოგიის ასამუშავებლად პაკისტანში რამდენიმე თვითმფრინავი და 48 სპეციალური რაკეტა დასჭირდათ.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ წვიმას ბევრ ქვეყანაში იყენებენ, მაგალითად – ჩინეთში, ინდოეთში და აშშ-ში. წვიმას ჰაერის დაბინძურების შემცირება შეუძლია, პაკისტანში კი ეს პრობლემა ზედმეტად აქტუალურიც კია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები