„პალერმოს“ პრეზიდენტმა 24 საათში მწვრთნელი გააგდო, ახალს ტელეფონით ეჩხუბა და ძველი დააბრუნა.
ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, სანამ დავიდე ბალარდინის გადადგომის თაობაზე კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა. აი ასეთი კაზუსები ხდება სერია ა-ს კლუბში.
Gazzetta dello Sport ცნობით, „პალერმოს“ პრეზიდენტის მოთმინების ფიალა მე-18 ტურში „ფიორენტინასთან“ მარცხის (1:3) შემდეგ აივსო. ექსცენტრიულმა მაურისიო ძამპარინიმ წინა მწვრთნელის, ჯუზეპე იაკინის დაბრუნება მოისურვა , მას სმს-იც მიწერა, მაგრამ მიწერ-მოწერის დროს წაეჩხუბა და გუნდის სათავეში ისევ ბალარდინი დატოვა.