LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პამელა ანდერსონმა C ჰეპატიტისგან განკურნება შიშველი ფოტოთი აღნიშნა

41

ბოლო 13 წლის მანძილზე პამელა ანდერსონი C ჰეპატიტისგან განკურნებას ცდილობს. ამჯერად კი, „მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ საბოლოოდ განიკურნა ამ მძიმე ინფექციური დაავადებისგან. ამ ფაქტის აღსანიშნავად ანდერსონმაInstagram-ზე შიშველი ფოტო განათავსა და დაწერა: „მე სუფთა ვარ! ახლახანს შევიტყვე ამის შესახებ. ვლოცულობ, რომ ყველამ, ვინც C ჰეპატიტით ცხოვრობს, გაიაროს მკურნალობის კურსი. მალე ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება“

პამელა ანდერსონმა დაავადების შესახებ 2002 წელს შეიყო. ის ამბობს, რომ ჰეპატიტი მას ტომი ლისგან გადაედო, რომელიც მაშინ მისი მეუღლე იყო და ისინი ტატუირებისთვის საერთო ნემსს იყენებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები