LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპის სიყვარულით შექნილი ღვინო

67
51185564_2037743786303795_4673991266449489920_n

ლექსოს  საოჯახო მარანი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში. ღვინის წარმოება ხდება ქვევრში კახური ტრადიციული მეთოდით 6 თვის დავარგებით სრულ ჭაჭა კლერტზე.

მარნის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და უკავშირდება ლექსო პაპას,რომლის მოსახელე გახლავთ  მეღვინე ლექსო ფიცხელაური.

წინაპრის სიყვარულმა განაპირობა მარნის დასახელებაც: „ლექსოს მარანი“.

ბავშობიდან იყო ჩართული პაპასთან და  მამასთან ერთად ღვინის დაყენების პროცესში.

ვენახების მოვლა ხდება ბიო მეთოდებით. ვენახები გაშენებულია ახმეტაში, სოფელ ახშანში ზღვის დონიდან 530 მეტრზე.

ღვინის ბოთლშ ჩამოსხმა 2015 წლიდან დაიყო,  პირველად რქაწითელის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ჩამაოსხა, დიდი მოწონებაც  დაიმსახურა და გაჩენილმა სტიმულმა ასორტიმენტის გაზრდისკენ უბიძგა,  2016 წლიდან რქაწითლის გარდა „ლექსოს მარანს“ ქისიკახური მწვანე, ხიხვი და საფერავი შეემატა.  2017 წელს ჩატარდა ქვევრის ღვინის მეოთხე სიმპოზიუმი და მის ფარგლებში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი,სადაც წარდგენილი ორი ღვინოდან ორივემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.2017 წლიდან ხსენებულ ღვინოებს დაემატა სეპაჟები: ქისი-რქაწითელი და ხიხვი-რქაწითელი, ასევე ჯანანურა, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2018 წელს ჩატარებულ ქვევის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე ღვინოებმა: რქაწითელი-  მწვანე 2016, მწვანე 2016 და  ქისი-რქაწითელი 2017, ოქროს მედლები დაიმსახურა, ხოლო ღვინოები: მწვანე 2017 და ჯანანურა 2017 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

2018 წელს ვაინ ექსპოს ფარგლებში გამართულ კონკურსზე – ლექსოს  მარნის „საფერავი 2017”-მა ვერცხლის მედალი აიღო.

 

მის  ღვინოებში უფრო მეტად   მწიფე ხილის,  მურაბის , თაფლის, მოხალული ნიგვზისა და ციტრუსის არომატები იგრძნობა.

2018 წლიდან ლექსოს მარნის ღვინოები გავიდა ექსპორტზე: ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიასა და აშშ-ში.  ღვინოები დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ, რისი გამოხატულებაცაა მარანში დიდი რაოდენობთ ტურისტების სტუმრობა,  სადაც ტრადიციული მარნის მონახულება ,  ადგილზე პროცესების დაკვირვება და ღვინის დეგუსტაციაა შესაძლებელი.

რაც შეეხება 2018 წლის მოსავალს, ღვინო დალუქულია ქვევრებში ჭაჭა კლერტზე –  გაზაფხულის მოლოდინში, აპრილიდან  ქვევრების გახსნას დაიწყებს  და მომხმარებლის წინაშე  კიდევ ერთხელ მოიწონებს თავს კიდევ ერთი ნაყოფიერი  განვლილი წლით, რომელმაც კოლექციას  ახალი ისტორიები შეჰმატა : ქისის, ჯანანურას, ჟღიას, საფერავის და ახშანის სახით.  სამომავლოდ „ახშანი” 3 ჯიშის სეპაჟით, ჩამოსხმა იგეგმება, რომელსაც  ტრადიციად დაამკვიდრებს  და მეტ ინტერესს გაუჩენს მომხმარებელს ღვინისა და ლექსოს  მშობლიური სოფლის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები