LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ეიფელის კოშკის წინ წარმოქმნილი რიგების მოსაგვარებლად 300 მილიონ ევროს დახარჯავს

47

პარიზი ეიფელის კოშკის წინ წარმოქმნილი რიგების მოსაგვარებლად 300 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა ანი იდალგომ პირადად განუცხადა.

„The Local”-ის ინფორმაციით, უზარმაზარ რიგებს ადგილობრივი ხელისუფლება დამთვალიერებლთა მიღების ახალი ზონების შექმნით გეგმავს. გარდა ამისა, შემუშავდება სპეციალური სისტემა, რომელიც პიკის საათის დროს ვიზიტორებს გააკონტროლებს. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ღირსშესანიშნაობის კოსმეტიკური შეკეთება და მოძველებული სისტემების განახლება.

აღსანიშნავია, რომ მერიამ განკარგულება უკვე დაამტკიცა და მომავალი 15 წლის განმავლობაში ეიფელის კოშკს 300 მილიონი ევრო მოხმარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები