LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი გეგმავს, რომ ველოსიპედისტების ქალაქად გადაიქცეს

27
behzad-ghaffarian-xmqjdsmc-8u-unsplash

პარიზი 2026 წლისთვის ველოსიპედისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი გახდება. მიზნის მისაღწევად საფრანგეთის დედაქალაქში ახალ ველობილიკებს დააგებენ, არსებულ ინფრასტრუქტურას უფრო უსაფრთხოს გახდიან და პარკინგის საკითხსაც მოაგვარებენ.

პარიზელებს მიეცემათ საშუალება, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილდნენ, ისევე როგორც იარონ გარეუბნებში. მერიას იმედი აქვს, რომ მოსახლეობა კერძო ავტომობილზე უარს უფრო ხშირად იტყვის და უპირატესობას ეკოლოგიურ ტრანსპორტს მიანიჭებს.

პარიზში უკვე დააგეს 1000 კილომეტრამდე უსაფრთხო ველოსიპედის ბილიკი. 2026 წლისთვის კი მისი გაზრდა კიდევ 10%-ით იგეგმება.

ქალაქის მთავრობამ ასევე დაადგინა, რომ ადგილობრივებს ავტომობილის ველოსიპედზე გადაცვლა არ სურთ, რადგან ქურდობის ეშინიათ. სწორედ ამიტომ, ველო-პარკინგებს დაცვის სისტემებით აღჭურავენ.

პარიზი აქტიურად მუშაობს, რომ დედაქალაქის სივრცე უფრო ფუნქციონალური გახადოს. სწორედ ამიტომ, ქალაქიდან ზედმეტი საგზაო ნიშნებისა და უშნო სკამების გაქრობა გადაწყვიტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები