LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ავტოშოუს მთავარი მოვლენები

56

საფრანგეთის დედაქალაქი მთავარ საავტომობილო გამოფენას მასპინძლობს. რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიერა უკვე შედგა, რამდენიმე კი ჯერ ისევ წინაა. მოკლედ გადავხედოთ წლის მთავარ საავტომობილო მოვლენებს.

BMW მე-3 სერია

პარიზის მოტოშოუს ერთ-ერთი სიახლე მესამე სერიის BMW გახდა. ავტომობილმა წინამორბედთან შედარებით ბევრი ცვლილება განიცადა, შეიცვალა ბამპერები, ძარა და მთლიანობაში მოდელი 55 კგ-ით უფრო მსუბუქი გახდა. სალონში უცნაური დიზაინის მულტიმედიური სისტემაც განთავსდა და ის მთლიანად ხმით იმართება.

Mercedes – Benz  GLE და B-Class

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრემიერა იყო Mercedes-ის მეოთხე თაობის ყველგანმავალი. მოდელის დიზაინი ბრენდის ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდა, თუმცა ფანჯრები და ძარის უკანა მხარე თითქმის უცვლელი დარჩა.

Kia Ceed Gt და Kia Proceed

კომპანია Kia-მ პარიზში საინტერესო სიახლე Proceed წარმოადგინა. ბანალური 3 კარიანი ჰეტჩბეკი შთამბეჭდავ Shooting Brake-ად გადაიქცა.

Skoda Kodiaq

Skoda-ს სტენდზე დიზელის ავტომობილი გამოჩნდა. 2 ლიტრის მოცულობის ბიტურბო ძრავს 240 ცხენის ძალის განვითარება შეძლია. რაც შეეხება სიახლის დიზაინს – ეს ნამდვილად მომავალში გადადგმული ნაბიჯია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები