LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ცენტრში ავტომობილების შესვლა აიკრძალა

110
პარიზის ცენტრში ავტომობილების შესვლა აიკრძალა

ავტომობილები და სატვირთოები პარიზის რამდენიმე ცენტრალურ რაიონში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ტრანსპორტისთვის აიკრძალება მარჯვენა სანაპიროზე 5 კვადრატული კილომეტრი, სადაც 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და მუდმივად საცობებია.

ესაა რაიონები, სადაც მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობებია თავმოყრილი – ლუვრი, ტიულერის ბაღები, რივოლის ქუჩა და ავენიუ ოპერას დიდი ნაწილი.

გამონაკლისს დაუშვებენ მხოლოდ ტაქსისთვის, ავტობუსებისთვის და მიტანის სერვისებისთვის. გარდა ამისა, ამ რაიონებში შესვლას შეძლებენ ადგილობრივებიც, ასევე ისინი ვისაც იქ მოხვედრა სამსახურის, საყიდლების, რესტორნის, კინოსა და მუზეუმისთვის სჭირდება.

მერია იმედოვნებს, რომ სიახლე საცობებს 30%-ით შეამცირებს, რაც დადებითად იმოქმედებს ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებაზე.

თუ როგორ შეძლებენ ამ რაიონებში მოხვედრის მსურველები ამა თუ იმ საჭიროების დადასტურებას, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. პირველი 6 თვის განმავლობაში პოლიცია კანონდამრღვევებს არ დააჯარიმებს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. არ არის გამორიცხული, რომ მგზავრობის წინ სავალდებულო გახდეს ონლაინ-რეგისტრაციაც.

პარიზი არ არის პირველი ქალაქი, რომელიც ცენტრალურ ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებას ზღუდავს. მსგავსი წესები უკვე მოქმედებს მაგალითად, რომში, მადრიდსა და ბრატისლავაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები