ეიფელის კოშკი დაჟანგდა და სერიოზულ რემონტს საჭიროებს, თუმცა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ მას უბრალოდ შეღებავენ. კოსმეტიკური სამუშაოების ღირებულება 60 მილიონი ევროა და ეს საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წელს კოშკს არსებობის ისტორიაში მე-20-ედ შეღებავენ. 324 მეტრის სიმაღლის ატრაქცია მე-19 საუკუნის ბოლოს გუსტავ ეიფელმა ააგო და როგორც კოშკის ერთ-ერთი მენეჯერი აცხადებს, მას რომ ეიფელი დღეს ენახა, გულის შეტევა დაემართებოდა.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მონახულებლად ტურისტულ ძეგლს ყოველწლიურად 6 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს და რეალურად რა მდგომარეობაშია ახლა კოშკი ოფიციალურ კომენტარს არავინ აკეთებს. CNN ვარაუდობს, რომ საჭირო სამუშაოების დაგეგმვის შემთხვევაში ეიფელის დიდი ხნით დაკეტვა მოუწევდათ, რაც ბუნებრივია ტურისტულ ნაკადზე უარყოფითად აისახებოდა. პანდემიის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის შენარჩუნება კი პარიზს ახლა ძალიან სჭირდება.