LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ 2024 წელს გაიხსნება

144
Carrousel-Facade-face-Cathédrale-Notre-Dame-de-Paris-_-740x380-_-©-Unsplash

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მონახულებას მსურველები 2024 წლიდან, მისი ოფიციალური გახსნის შემდეგ შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Paris info ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსალოდნელი თარიღი ტაძრის მონახულების შემდეგ დაადასტურა.

ქვეყნის ლიდერის თქმით, ზუსტი ვადების დასახელებით მათ სურდათ იმედი მიეცათ ფრანგებისთვის, ვისაც ნოტრდამი განსაკუთრებულად უყვარს.

შეგახსენებთ, რომ ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წელს ძლიერმა ხანძარმა დააზიანა. ტაძრის სტრუქტურა და რელიკვიები საბედნიეროდ, უვნებლად გადარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები