პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს რიგებისგან გაათავისუფლებენ. საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის სანახავად ყოველწლიურად 8-15 მილიონი ადამიანი მიდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნოტრდამის ნახვის მსურველი ტურისტები დაუსრულებელ რიგებში საათობით დგანან. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კი პრობლემა მარტივად მოგვარდება.
ცოტა ხნის წინ გამოჩენილი აპლიკაცია -“Jefile” არის ინოვაციური პროექტი, რომელიც ხალხის მასებს სწავლობს და მსურველებს ონლაინრიგში აყენებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტს ტაძრის წინ დგომა აღარ მოუწევს, მის რიგს აპლიკაცია დაიკავებს, თავად კი ამ დროის უფრო სასარგებლოდ გამოყენება შეეძლება.