LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის მეტრო ნელ-ნელა გამწვანდება

53

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე სადგურში მწვანე კუთხეები გაჩნდება. მიწისქვეშ გაზრდილი მცენარეები ცოტა არ იყოს უჩვეულო მოვლენაა, თუმცა ეს სწორედ ისაა – რაც პარიზელებს ყველაზე მეტად უნდათ.

გამოცემა „LE PArisien“-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა და მათმა უმრავლესობამ მეტროს გამწვანების იდეას მხარი დიდი სიამოვნებით დაუჭირა.

პროექტის პირველ ეტაპზე მიწისზედა სადგურები გამწვანდება, დროთა განამვლობაში კი სიახლე მიწისქვეშაც გადავა. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ერთადერთი მწვანე სადგური – ლიონია და იქ მცენარეულობა გახსნის დღიდან ანუ 1998 წლიდან იზრდება. თუმცა, მიუხედავად განსაკუთრებული მოვლის სისტემისა, მცენარეები თავს მაინც ძალიან არაკომფორტულად გრძნობენ და ხშირად ხმებიან კიდეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები