LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის სადგურებში სულ მალე უფასო ინტერნეტი გაჩნდება

41

პარიზის სადგურებში სულ მალე უფასო ინტერნეტი გაჩნდება. საფრანგეთის დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა 2025 წლამდე სრულიად განახლდება და პროექტის ბიუჯეტი 3 მილიარდი ევრო იქნება.

კომპანია Stif მზადაა, რომ დასაწყისისთვის ილ-დე-ფრანსის რეგიონს მიხედოს და გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია კიდეც. პირველ ეტაპზე 150 სადგური განახლდება და მათ კომფორტული, თბილი მოსაცდელები, wifi და საქმიანი ტურისტებისთვის აუცილებელი სხვა დეტალები დაემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უფრო კომფორტული გახდება და მეტი უსაფრთხოებისთვის თითოეულ მათგანში ვიდეოკამერასაც დაამონტაჟებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები