LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ცათამბრჯენების აშენება აკრძალეს

126
paris-reimposes-the-ban-on-skyscrapers-after-tour-triangle-controversy_1

საფრანგეთის დედაქალაქში განვითარების ახალი გეგმა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც 12 სართულზე (ან 37 მეტრზე) უფრო მაღალი შენობების აგება იკრძალება. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.

აკრძალვის შემოღება პარიზელთა თხოვნით გადაწყდა. საქმე ისაა, რომ ადგილობრივები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ Tour Triangle-ს ცათამბჯენის მშენებლობით. პირამიდის ფორმის ნაგებობა ქალაქში სიმაღლით მესამე შენობა იქნება. პარიზელები ფიქრობენ, რომ მაღალი შენობები ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს აზიანებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი სინამდვილეში ძველი კანონის განახლებული ვერსიაა. მაღალი შენობების აგება პარიზში 1977 წლიდან 2010 წლამდე იყო აკრძალული.

ქალაქების ავთენტური იერსახის შენარჩუნებას სხვა ქვეყნებშიც ცდილობენ. მაგალითად, 2020 წელს პრაღის ცენტრში შენობების მაქსიმალური სიმაღლე თითქმის ორჯერ შეამცირეს, მხოლოდ 36 მეტრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები