1-ლი სექტემბრიდან პარიზში შესაძლოა ელექტრო სკუტერების გაქირავება აიკრძალოს. ცოტა ხნის წინ ქალაქში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მონაწილეთა 90% ამ სერვისის შეზღუდვის მომხრე აღმოჩნდა. სკუტერების მომხმარებლებს ქვეითების უპატივცემულობაში და საგზაო მოძრაობის წესების სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებენ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ აქტივისტთა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პარიზის მერიამ შეძლო და ცენტრალური ქუჩები ავტომობილებისგან მაქსიმალურად განტვირთა. გზებზე სიტუაციის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ელექტრო სკუტერების დაქირავების სერვისებმაც. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი ადგილობრივი ჩიოდა დაუცველობის შეგრძნებაზე, რაც სკუტერების ქაოსურ მოძრაობას უკავშირდება. პირველ რიგში კი საფრთხის ქვეშ ასაკოვანი მოსახლეობა და შშმ პირები არიან.
ქალაქში ელექტრო სკუტერების გაქირავების 4 ოპერატორი მუშაობს. ბუნებრივია, ახალი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება 800 დასაქმებულსა და სკუტერების 400 ათასამდე ყოველთვიურ მომხმარებელზე.