პარიზში სულ მალე Uber-ის კონკურენტი გაჩნდება. Taxify, რომელიც კონკურენციას არამხოლოდ Uber-ს, არამედ ჩვეულებრივ ტაქსებსაც გაუწევს, ქალაქში უკვე ოფიციალურად დაუშვეს.
ესტონურმა კომპანიამ საფრანგეთის დედაქალაქში მუშაობის უფლება 5 ოქტომბრიდან მოიპოვა. Taxify-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მათ შტატში უკვე 2000 თანამშრომელია, 3000-მდე მძღოლი კი დასაქმებას ელის. კომპანია მზადაა, რომ მგზავრებს ბაზარზე არსებულ ფასებზე ნაკლებად მოემსახუროს და მძღოლებსაც ნაკლები საკომისიოს გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოს Tafiy სხვა ევროპულ ქალაქებშიც გამოჩნდება.