პარიზის სასტუმროების ხარისხს ამიერიდან ვარსკვლავების გარდა უსაფრთხოების დონის მაჩვენებელიც განსაზღვრავს.
2015 წლის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქი ტურისტების ნაკლებობას განიცდის, სწორედ ამიტომ პარიზის პოლიციამ და ტურისტულმა სექტორმა ახალი პროგრამა Securi-Site წამოიწყეს. აღნიშნულ წოდებას მიიღებენ ის ობიექტები, სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული. ეს კი ტურისტებს თავს ბევრად უფრო მშვიდად აგრძნობინებს და პარიზზე მოთხოვნაც ერთი-ორად გაიზრდება. უფრო ზუსტად კი პოლიციის ოფიცრები – მაღაზიებს, სასტუმროებს, მუზეუმებსა თუ სხვა დაწესებულებებს თავად შეამოწმებენ და ამის შემდეგ ობიექტი ან Securi-Site-ის მფლობელი გახდება, ან მას პრობლემებზე მიუთითებენ და იმასაც ეტყვიან, თუ რა აქვს გამოსასწორებელი.