LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ველო-ტაქსი გამოჩნდა

192
ველო-ტაქსი

პარიზის დედაქალაქში ველო-ტაქსის სამსახური Heetch Bike გამოჩნდა. გადამზიდის მტკიცებით, სიახლის დამსახურებით ქალაქში გადაადგილება Uber-თან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფად და 20%-ით უფრო იაფად იქნება შესაძლებელი.

ეკოლოგიური ტაქსი წარმოადგენს ელექტროველოსიპედს, რომელსაც ჩაბმული აქვს სამგზავრო კაბინა საქარე მინებით და სახურავიც მინის აქვს. კაბინაში განთავსებულია სავარძლები, რომელსაც გათბობა აქვს ჩამონტაჟებული. ასე რომ მგზავრს დანიშნულების პუნქტამდე მისვლა ძალიან კომფორტულად შეეძლება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ამინდი იქნება გარეთ.

ჯერ-ჯერობით ველო-ტაქსი მხოლოდ უქმეებზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი ყველაზე არაეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებაა. ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 72%-ზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა მეთოდებს იფიქრებენ რათა ხალხს კერძო ტრანსპორტზე უარი ათქმევინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები