LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ბიჭუნას უსაყვარლესი მეთოდი უპატრონო ძაღლებს სახლის პოვნაში დაეხმარა

49
0-stay-4JPG

ბრაზილიაში 11 წლის მოზარდმა ცხოველების დასახმარებლად უჩვეულო მეთოდი მოიფიქრა. პატარამ გადაწყვიტა, რომ უსახლკარო ძაღლები დაებანა და გაელამაზებინა, რათა მათ თავშესაფარი უფრო მალე ეპოვათ.

გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, დაწყებული 9 იანვრიდან ტიაგო დო ვალ სიდეგამ 56 ძაღლის მოწესრიგება მოასწრო და მათგან 40-მა ამის შემდეგ სახლი იპოვა.

ბრაზილიელის ინიციატივის შესახებ მალევე მთელს მსოფლიოში გაიგეს. ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა მისი მხარდაჭერა, ზოგმა ბიჭუნას ძაღლის დასაბანად საჭირო ინვენტარიც გაუგზავნა. უფრო მეტიც, ტიაგო მამასთან ერთად ერთ-ერთი ადგილობრივი თავშესაფრის პარტნიორიც გახდა.

მოზარდმა განაცხადა, რომ მომავალში თავისი ზოომაღაზიის გახსნას გეგმავს, სადაც ძაღლების მოწესრიგების სერვისიც იქნება. რაც შეეხება უპატრონო ძაღლებს, ბიჭუნა მათზე ზრუნვას ძველებურად გააგრძელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები