LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა გოგონა ძლიერ ქარბუქს ძაღლის დახმარებით გადაურჩა

71
Dog-keeps-missing-girl-warm-Featured

კუნძულ სახალინზე 10 წლის გოგონა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც ძლიერი თოვა დაიწყო და პატარამ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

CNN-ის ინფორმაციით, თოვლთან ერთად სიტუაციას ამძიმებდა 80 კმ/სთ სიჩქარის სიძლიერის ყინულოვანი ქარიც.

გოგონა სახლში ვერ დაბრუნდა და მისი ძებნა მთელმა სოფელმა დაიწყო. მოხალისეებმა ის მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს, პატარა ძაღლის სახლთან იჯდა და გასათბობად ცხოველს ეხუტებოდა. გადარჩენა მან სწორედ ცუგის დახმარებით შეძლო.

ბავშვი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები