აფრიკელი პატრულის ცეკვამ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. საინტერესო ვიდეო ქალაქ იოჰანენსბურგის მთავარ მაგისტრალზე ერთ-ერთმა მძღოლმა გადაიღო და ქსელში გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, სამხრეთ აფრიკელი ქალბატონი გზაზე მოძრაობას არეგულირებს და ამას საკმაოდ ორიგინალურად აკეთებს. იმისათვის რომ ავტომობილები გაეჩერებინა, ან პირიქით მოძრაობის უფლება მიეცა, ის ცეკვის მოძრაობებს იყენებდა და მძღოლები ძალიან გაამხიარულა. არანაკლები მოწონება დაიმსახურა ვიდეოკადრებმაც და ის უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.