პეკინის ავტოსალონი, რომელიც წესით აპრილის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო გადაიტანეს. გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ღონისძიების ახალი თარიღები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მათ სავარაუდოდ ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ გაამხელენ.
მარტის შუა რიცხვებში ჩინეთში Covid-19-ის ახალი ტალღა დაიწყო, 2020 წლის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური ინფიცირებაა. ამჯერად ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია, ცზილინი გახდა. ახლო-მალხოს მდებარე პროვინციებმა საზღვრები უკვე ჩაკეტეს.
რაც შეეხება პეკინის ავტოსალონს, ის დაწყებული 1990 წლიდან ორ წელში ერთხელ ტარდება. 2020 წელს ღონისძიება გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომისთვის გადაიტანეს.