პეტერბურგში ტურისტებს სახლების სახურავებზე სეირნობის უფლებას მისცემენ. სააგენტო „Tacc”-ის ინფორმაციით, ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისტორიულ ცენტრში მდებარე ნაგებობების სახურავებზე ავიდნენ და პეტერბურგის ხედებით სწორედ იქიდან დატკბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს ექსკურსიის სახე ექნება და ტურისტებს თან გამოცდილი გიდებიც გაყვებიან და ისინი მათ უსაფრთხოებაზეც იზრუნებენ. საინტერესო ტური მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს და თუ რა იქნება მისი ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია.