LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიერ დუკანის დიეტა, რომელიც ექსკლუზიურად მამაკაცებისთვის შეიქმნა

239

სახელგანთქმულმა დიეტოლოგმა პიერ დიუკანმა ასევე არანაკლებ პოპულარულ გამოცემა ”ELLE”-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც დაწვრილებით ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლონ მამაკაცებმა სასურველი წონის დაბრუნება.

– მიმაჩნია, რომ მამაკაცები უფრო მეტად უჩივიან ჭარბ წონას, ვიდრე ქალბატონები. ძლიერი სქესის წარმომადგენლები თავს ნაკლებად უვლიან, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სულაც არ ცდილობენ თავი მოაწონონ ქალებს. საფრანგეთში ქალბატონის გულის დასაპყრობად მამაკაცი მეტ ძალისხმევას იყენებს. არც მშვენიერ სქესს უბიძგებენ იმისაკენ, რომ ისინი ლამაზები იყვნენ, ისინი საკუთარი ინიციატივით უვლიან თავს და მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მე ვხედავ, ქალი, რომელიც 10, 15 ან 20 კილოგრამს იკლებს, როგორ გადაიქცევა სრულიად სხვა ადამიანად და ამ ეფექტს ვაღმერთებ, რადგან კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რომ საჭირო ვარ. ეს სულიერად მკვებავს.

– გარდა ფიგურისა, ქალში კიდევ რა გიზიდავთ?

– პირველ რიგში თვალები, მეორე რიგში კი ის, რაც მასშია, ის რაც ინტუიციურად იგრძნობა, მისი ემოცია. არიან ქალები, რომლებიც წესებისდა შესაბამისად სულაც არ არიან ლამაზები, მაგრამ სახეზე ისეთი ემოცია აქვთ, რომელიც ძალიან გიზიდავს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სილამაზე. შემდეგ არის რა თქმა უნდა ელეგანტურობა – ეს მნიშვნელოვანია. ასევე აღსანიშნავია ჩაცმის მანერა, მოკლედ ამ დროს უკვე საკუთარი პროფესის ჩარჩოებს ვცდები.

– თქვენ თუ ყოფილხართ ოდესმე მსუქანი?

– არა, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ბავშვობიდან ტკბილეული მიყვარს. 18 წლის ასაკში 71 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა კი 75-ის ვარ და 75 კილოგრამს ვიწონი. სხვა თუ არაფერი, კვების სპეციალისტი ვარ და მიმაჩნია, იმ ადამიანებს პატივი უნდა ვცე, ვისაც რჩევებს ვაძლევ.

 

 

– წონის დაკლებისას პირველ რიგში ჩვენი კანი ზიანდება, გაქვთ რაიმე რჩევა როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე?

– ერთადერთი საიდუმლო უცვლელია. იმისათვის, რომ კანი ბრწყინავდეს, აუცილებელია ღამით ჯანსაღი ძილი. გარდა ამისა, რაციონში ძალიან ხარისხიანი სელის ზეთი, ჩინური ვაციწვერას ზეთი, ცხიმიანი თევზი და კაროტინის შემცველი პროდუქტი, მაგალითად სტაფილო. ამის შემდეგ კი საკმარისი ოდენობით ცილები უნდა მივიღოთ, სწორედ ის უწყობს ხელს კანის ”შენებას”. თუკი ამ სამ პროდუქტს რაციონში შეიტანთ არა ერთი კვირით, არამედ მუდმივად, ყველაფერი კარგად იქნება. სულ ვამბობ, რომ ჩვენი ცხოვრება ეს არის 90 000 საკვების მიღება. თუკი, რაიმე კონკრეტულ მომენტში მიხვდებით, რომ არ იქცევით სწორად, უბრალოდ სტრატეგია შეცვალეთ და ყველაფერი გამოსწორდება.

– ზეთი, თუნდაც სასარგებლო თქვენი დიეტისას დასაშვებია?

– დიუკანის დიეტა ეს ომია. ბრძოლა 1-2 თვე გრძელდება. თუკი სწორად დაიწყებთ კვებას, აღარ გასუქდებით, მაგრამ არც დაიკლებთ. 20 კილოგრამი მარტივად არ ქრება, მათთან ბრძოლაა საჭირო. როდესაც ადამიანს 15-20 კილოგრამი აქვს დასაკლები, მასთან ბალანსირებული კვების თეორიაზე საუბარს აზრი არ აქვს. როდესაც ადამიანი იძირება, მას არ ასწავლიან როგორ უნდა გაცუროს, მას უბრალოდ გადარჩენა სჭირდება. რამდენიმე თვის შემდეგ კი უკვე შესაძლებელია ყველა მნიშვნელოვან დეტალზე საუბარი. რაც შეეხება ცხიმს, ის დღეში ერთი სუფრის კოვზი სავსებით საკმარისია, ამას ნაჭერი ჩრდილოეთის ორაგული დაუმატეთ და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ჩემს დიეტაშიც კი დასაშვებია ცხიმიანი თევზის მიღება. რაც შეეხება ხილს, მას უნდა მოვერიდოთ, თუმცა შეგიძლიათ სტაფილო მიირთვათ. აღნიშნული პროდუქტების მიღების შემთხვევაში კანი აღარ ზიანდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუკი გაქვთ ზედმეტი 20 კილოგრამი, გაქვთ ზედმეტი 20 სანტიმეტრი წელზე. გასათვალისწინებელია ასაკიც და გენეტიკაც, მკვრივი კანი ნაკლებად არის მიდრეკილი სიბერისაკენ და ნაოჭების გაჩენისკენ. თუკი უკვე გახდით, ნახევარი წელი მოიცადეთ, კანი იმაზე ნელა რეაგირებს, ვიდრე ცხიმი ქრება. ელასტინის ბოჭკოები მცირდება, მაგრამ ეს თანდათანობით ხდება.

– ოფიციალურად დიუკანის მეთოდი 2000 წელს გაჩნდა და მას შემდეგ მის სრულყოფაზე მუშაობთ, გაგვიზიარეთ თქვენი ბოლო აღმოჩენები?

– ჩემი ბოლო აღმოჩენა ე.წ. ”კვების კიბეა”. იმისათვის, რომ დიდი წონის კლება მოხდეს, საჭიროა ადამიანი კონკრეტულ შინაგან განწყობაზე იყოს, საჭიროა კატეგორიულობა. ზოგიერთი პაციენტი სპეციალურად ”ძლიერ” და ეფექტურ რეჟიმს მთხოვდა, რადგან გრძნობდნენ, რომ ნებისყოფა დიდ ხანს არ გაჰყვებოდათ. როდესაც ჩემს წიგნებს მკითხველები გამოუჩნდნენ, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მოტივაცია არც ისეთი ძლიერი ჰქონდათ. ასეთ ადამიანებს ცოტა აქვთ დასაკლები – 10 კილოგრამზე ნაკლები. მეთოდი ”ლაითი” არის მათთვის, რომლებსაც არ აქვთ სასწრაფო სამედიცინო ჩვენებები რომ გახდნენ, არ აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე, პრობლემები გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემასთან, დიაბეტი… სწორედ ასეთებისთვის შევიმუშავე აღნიშნული მეთოდი. მაქვს ასევე მეთოდი ”ჰარდი”, რომელიც ოთხ ეტაპს მოიცავს:”შეტევა”, ”კრუიზი”, ”გამაგრება” და სტაბილიზაცია”.

რაც შეეხება ”ლაითს”, ის ასე გამოიყურება:

ორშაბათი – მხოლოდ ცილები

სამშაბათი – ცილები და ბოსტნეული

ოთხშაბათი – ცილები, ბოსტნეული, ხილი

ხუთშაბათი – ცილები, ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლისგან დამზადებული პური

პარასკევი – ცილები, ბოსტნეული, ხილი, პური და ყველის ნაჭერი

შაბათი – ცილები, ბოსტნეული, ხილი, პური, ყველი, პასტის პორცია, კარტოფილი ან ლობიო/ბარდა.

კვირა – იგივე და დამატებით საზეიმო მიღება – ის რაც გსურთ.

აი, ამიტომ დავარქვი ამ მეთოდს ”კიბე”. ისევე მოძრაობთ კვირის დღეებში, როგორც საფეხურებზე. ორშაბათიდან ყველაფერი თავიდან იწყება. პირველ კვირაში 1 200 გრამს იკლებთ, მეორე კვირაში 1 100 გრამს, მესამეში 1000 გრამს, მეოთხეში 900-ს, მეხუთეში 800-ს. პირველ თვეში 4 200 გრამს კარგავთ, მეორეში 3 200-ს, ორ თვეში 7 400 გრამი კი ცუდი არ არის

– თუკი უფრო სწრაფად გვსურს წონაში დაკლება, რამდენ ხანს გრძელდება პირველი ფაზა?

– ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენს შეადგენს თქვენი დღევანდელი წონა. თუკი ათი კილოგრამი გაქვთ მოსაშორებელი, პირველი ფაზა ოთხი დღე გასტანს. ყოველთვის უნდა იცოდეთ თქვენი წონა საიდან იწყებთ დიეტას. თუკი 15 კილოგრამის დაკლება გსურთ, ”შეტევა” ხუთ დღეს გასტანს, 20 კილოგრამის შემთხვევაში – 6 დღეს, 25 კილოგრამის დროს კი პირველი ფაზა ერთი კვირა გრძელდება.


 

– მეთოდი ”ლაითი” მათთვის არის ვისაც 5-7 კილოგრამის დაკლება სურს?

– დიახ, ჩემი დაკვირვებით, მკითხველების 60% ირჩევს მეთოდს ”ჰარდი, 40% კი შესაბამისად ”ლაითს”.

– პირადად თქვენ გაქვთ საყვარელი კერძი?

– დიახ, მე თვითონ მოვიფიქრე და ჩემი ოჯახისთვის ვამზადებ ხოლმე. ეს ჩემი საიდუმლო რეცეპტია. აიღეთ ლითონის ან მინის ქვაბი და პირველ ფენად ბადრიჯანი დაალაგეთ, მეორე ფენად საქონლის ფარში აიღეთ, მესამე ფენა ტკბილი ხახვის ნაჭრები იყოს, მეოთხე კი ისევ ფარში, სულ ბოლო ფენად ახალი პომიდვრის ნაჭრები მოაფინეთ, რომელსაც შვრიის ფანტელს მოაყრით, რომ მადის აღმძვრელი კანი გაუკეთდეს. ასევე სულ მცირეოდენი გახეხილი პარმეზანიც დაუმატეთ. შედეთ ღუმელში და გამოცხვეთ ისე, როგორც ლაზანია. კერძი პორციებად უნდა დაჭრათ და მიირთვით ცივი ან ცხელი, სურვილისამებრ. ეს ძალიან მარტივია. ეს ერთადერთი კერძია რასაც მე ვამზადებ.

– თქვენი საყვარელი პროდუქტების ჩამონათვალი როგორია?

– რა თქმა უნდა შვრიის ფანტელი, მე მათ ყველას და ყოველთვის ვურჩევ. შემდეგ არის გასაოცარი იაპონური პასტა ”შირატაკი”, ჩინური ვაციწვერა და ნამდვილი კაკაოს ფხვნილი. სამწუხაროდ, შოკოლადის მოყვარულებს კაკაოსთან ერთად შაქრის 40%-ისა და ცხიმის მიღებაც უწევთ, მე კი როგორც ავღნიშნე ტკბილეული ძალიან მიყვარს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები