LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკაპი Ford Ranger Raptor ახალი ზელანდიის მთებში დატესტეს

169

პიკაპი Ford Ranger Raptor ახალი ზელანდიის მთებში დატესტეს. ამერიკელმა ავტომწარმოებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია Ranger Raptor, რომელიც მთა-გორებსა და სხვადასხვა წინააღმდეგობებს საკმაოდ მაღალი სიჩქარით გადის. დღესდღეობით აღნიშნული მოდელი მხოლოდ აზიურ და ავსტრალიურ ბაზარზეა წარმოდგენილი. პიკაპი 2 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და მას 213 ძალის განვითარება შეუძლია. ამასთან, ავტომობილს 9 საფეხურიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფიც აქვს. ინოვაციურმა პიკაპმა მუხრუჭის უფრო ძლიერი სისტემა და ელექტრონიკის მართვის ახალი პროგრამა Baja-ც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი უდაბნოში სიჩქარის რეჟიმის დასაცავად და უკეთესად გადასაადგილებლადაა საჭირო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები