პიკასოს ყველაზე დიდი მუზეუმი ევროპაში გაიხსნება. იდეის ავტორი ხელოვანის გერი გახდა. კატრინ იუტენ-ბლეს სურს, რომ მუზეუმი საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ექს-ან-პროვანსში, ყოფილი მონასტრის შენობაში განთავსდეს. უზარმაზარი ექსპოზიცია ესპანელი მხატვრის 1000-მდე ტილოს გააერთიანებს, ეს კი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პარიზის, ანტიბესის, ბარსელონასა თუ მალაგას მუზეუმებში დაცული კოლექციები.
ახალი მუზეუმი 2021 წლისთვის გაიხსნება და 1,5 ათას კვ/მ-ს მოიცავს. გარდა მუდმივი ექსპოზიციისა, კომპლექსში სპეციალური ადგილი კვლევითი ცენტრისთვისაც გამოიყოფა და იქ მასტერკლასებიც ჩატარდება ხოლმე.