LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pimp My Ride – MTV-ის ცნობილი შოუ „ავტომარიაჟი“ შესაძლოა დაბრუნდეს

112
Pimp My Ride

რეპერმა Xzibit-მა შესაძლოა პოპულარული შოუ „ავტომარიაჟი“ გააგრძელოს. ამერიკელმა მუსიკოსმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა სოც-ქსელებში იდუმალი თიზერი გაავრცელა. თიზერში ნათქვამია, რომ „დროა მანქანების განახლებას დავუბრუნდეთ“, ასევე გაჟღერებულია თარიღი – 2024 წლის 9 მაისი. შესაძლოა, სწორედ MTV-ის ძალიან პოპულარული შოუს Pimp MY Ride-ის დაბრუნებაზე იყოს საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ეს შოუ რომელიც 2004- 2007 წლებში გამოდიოდა, ცუდ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილების განახლებას ეძღვნებოდა.

სარემონტო სამუშაოებთან ერთად მანქანები მასშტაბურ ტუნინგსაც გადიოდნენ და ამ დროს მეპატრონის ჰობს თუ სხვა სურვილებსაც ითვალისწინებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები