LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pininfarina-მ ახალი 1927 ძალის ჰიპერქარი დააანონსა

121
Pininfarina

Pininfarina-ს ახალ ჰიპერქარს საზოგადოება ზაფხულში იხილავს. ელექტრონული კუპე ძალიან გამორჩეული იქნება და მისი პრემიერა Automobili Pininfarina-ს დაარსების 5 წლის იუბილეს დაემთხვევა. მანქანა 1927 ცხენის ძალის აგრეგატს და 120 კილოვატ-საათიან ელემენტს მიიღებს. მოდელს პირველი 100 კმ-ს განვითარება 1,86 წამში შეეძლება.

კომპანია Pininfarina-ში საკადრო ცვლილებებია, ხელმძღვანელობაში Maserati-ს ყოფილი კადრები მოვიდნენ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბაზარზე ახალი მოდელი გამოიტანონ.

ელექტრონული ჰიპერქარი ბრენდის კლიენტებმა ისურვეს, თუმცა ბუნებრივია მას კოლექციონერები მიიღებენ. თიზერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საუბარი კუპე Battista-ს ერთ-ერთ ნაირსახეობაზეა. მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს რაღაც Battista Anniversario, რომელიც მხოლოდ 5 ეგზემპლარად გამოვა. ჩვეულებრივი „ბატისტასგან“ საიუბილეო ელექტროქარი არაფრით იქნება გამორჩეული და აქცენტი მხოლოდ ვიზუალურ დეტალებზე გაკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები