დიზაინ ატელიე Pininfarina-მ პეკინში მორიგი პროტოტიპი წარმოადგინა, რომელიც ჰონგკონგურ კომპანია Hybrid Kinetic Group-თან თანამშრომლობით ააწყო. სიახლემ, სახელწოდებით H500 უჩვეულო სალონი მიიღო, რომელსაც კარებზე სენსორული ეკრანები აქვს.
სედანი რამდენიმე ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 408 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრამდე პროტოტიპი 4,5 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/საათია. ერთი დატენვით კი 1000 კილომეტრს გადის.
კონცეპტ-ქარის სალონში ოთხი სავარძელია დამონტაჟებული.
კარის პანელებში ჩაშენებული დისპლეები გამოსახულებების, ვიდეოსა და მუსიკის გაცვლისთვის გამოიყენება.
Pininfarina-მ და Hybrid Kinetic Group-მა თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყეს.