LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pininfarina-ს ელექტრო სედანი ერთი დატენვით 1000 კილომეტრს გაივლის

51

დიზაინის სახლი Pininfarina პეკინის ავტოსალონზე ორ ახალ კონცეპტქარს წარადგენს, რომელიც ჰონგკონგურ კომპანია Hybrid Kinetic Group-თან ერთად შეიმუშავა. ერთ-ერთი მათგანი ელექტრო სედანი H500 იქნება, რომლის გამოსახულებასაც თავისი ტვიტერის გვერდზე აქვეყნებს.

დამატებითი ინფორმაცია სიახლის შესახებ არ ვცელდება. სავარაუდოდ, ტექნოლოგიურად H500 გაიმეორებს Pininfarina-ს წინა კონცეპტქარებს. კერძოდ, საუბარია კუპეზე HK GT, რომელიც მიკრო ტურბო გენერატორით არის აღჭურვილი. ერთი დატენვით სედანს ათასი კილომეტრის გავლა შეუძლია.

ინტრიერის ესკიზზე ჩანს, რომ ელექტრომობილს ციფრული მოწყობილობათა პანელი, მძღოლის მხარეს მიტრიალებული ცენტრალური დისპლეი და კონსოლის ქვედა ნაწილზე დამატებითი თაჩსქრინი აქვს. სავარაუდოდ, მისი დახმარებით ავტომობილის ძირითადი ფუნქციების მართვა ხდება.

Pininfarina-სა და Hybrid Kinetic Group-ის თანამშრომლობა 2017 წლიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები