LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pirelli ძველი საბურავების გადამუშავების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

101
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იტალიური საბურავების მწარმოებელი Pirelli იწყებს მასშტაბურ პროექტს Tyre to Tyre, რომლის მიზანია გამოყენებული საბურავების გადამუშავება და ახალი საბურავების წარმოებაში მეორადი ნედლეულის გამოყენების გაზრდა. ინიციატივაში ასევე მონაწილეობენ ქიმიური კონცერნი BASF, გერმანული Pyrum და პოლონური Synthos. პროექტი კომპანიას ახალი, პირველადი ნედლეულის გამოყენებაზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

პირველ ეტაპზე გამოყენებულ საბურავებს გერმანიის მასშტაბით შეაგროვებენ, Driver-ის საცალო ქსელის პუნქტებსა და ავტოსპორტის ღონისძიებებზე. ასევე გადამუშავდება Pirelli-ის ბროიბერგის ქარხანაში წარმოების დროს დაწუნებული საბურავები. მომავალში პროექტის გაფართოება ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.

გადამუშავების პროცესში საბურავებს პიროლიზის ტექნოლოგიით გადაამუშავებენ, რის შედეგადაც მიიღება აღდგენილი ტექნიკური ნახშირბადი (rCB) და პიროლიზის ზეთი (TPO). აღდგენილი ნახშირბადი დამატებითი დამუშავების შემდეგ Pirelli-ის საწარმოებში პირველადი ნედლეულის ნაწილს ჩაანაცვლებს. 

კომპანიის განცხადებით, ეს დღეს ევროპაში საბურავების წარმოების ყველაზე მასშტაბური დახურული ციკლის პროექტია. მისი მიზანია ნარჩენების ღირებულ რესურსად გარდაქმნა და წარმოების ჯაჭვის ყველა ეტაპზე მასალების ხელახალი გამოყენება, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები