LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pirelli-მ საბურავები სმარტფონს დაუკავშირა

86

ჟენევის ავტოსალონზე კომპანია Pirelli-მ ორი ახალი გამოგონება წარმოადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ავტომობილის საბურავებისა და სმარტფონის ურთიერთობაა. ტექნოლოგიის წყალობით ავტომფლობელები ინფორმაციას საბურავების შესახებ სმარტფონზე მიიღებენ.

ტექნოლოგია Pirelli Connesso-ს სახელწოდებით P Zero-სა და Winter Sottozero ხაზებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიის არსი შემდეგში მდგომარეობს: ინტეგრირებული გადამწყოდი განსაზღვრავს წნევასა და ტემპერატურას, ვერტიკალურ სტატიკურ დატვირთვას, განვლილ კილომეტრებსა და ცვეთის დონეს.

ყველა ინფორმაციას გადამწოდი Pirelli Cloud-ში ინახავს, ამის შემდეგ კი მასალა ავტომობილის მფლობელის სმარტფონში სპეციალური შეთავაზების საშუალებით ხვდება.

გამომგონებლების აზრით, სისტემა სასარგებლო იქნება როგორც სპორტული ავტომობილების მფლობელებისთვის, ისე ჩვეულებრივი ავტომობილების მძღოლებისთვისაც. საინტერესოა, რომ ინტეგრირებული გადამწოდის საშუალებით Pirelli-ის შეთავაზებას უახლოსი მაღაზიის მოძებნაც შეუძლია.

სისტემა Connesso მუშაობას აშშ-ში 2017 წლის ზაფხულში დაიწყებს, ამის შემდეგ კი ევროპაშიც გამოჩნდება.

Pirelli-ის მეორეე სიახლე კი ფერადი საბურავები გახლდათ. გამოფენაზე რამდენიმე ფერში გაფორმებული საბურავი იყო წარმოდგენილი, თუმცა პრაქტიკულად ყველანაირი ფერის გამოყენებაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები