LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დღის მონაგარი: მარგველაშვილის ოქრო, პაპინაშვილის ვერცხლი

44

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარეობს გრან პრი, სადაც საქართველოს ძიუდოს ნაკრები სრული შემადგენლობით იღებს მონაწილეობას.
ტურნირის პირველ დღეს 2 წონით კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას. ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) მედლისთვის ბრძოლას პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა, ამავე წონით კატეგორიაში კი ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
-66 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში ვაჟა მარგველაშვილი იაპონელ ნორიჰიტო ისოდას შეხვდა, დამატებით დროის პირველივე წამებზე ვაზარით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფრიდონ გიგანმა(-73 კგ) 3 შიდო დაიმსახურა და შეჯიბრს პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა.
დიუსელდორფის გრან პრის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს. ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) კი ოქროს მედალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები