კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც ინგლისის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატები აქვს მოგებული.
„იუვენტუსმა“ სერია ა-ს 33-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა – ზედიზედ მერვედ.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სამჯერ იყო ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში (2007, 2008, 2009); ორჯერ მოიგო ლა ლიგა მადრიდის „რეალში” (2012, 2017), ახლა კი იტალიის ჩემპიონი გახდა „იუვენტუსთან” ერთად.
სხვათა შორის, ეს არ არის კრიშტიანოს პირველი ტიტული იტალიაში – პირველი იყო იტალიის სუპერთასი.
გარდა ამისა, რონალდოს ლისაბონის“ სპორტინგში“ პორტუგალიის თასიც აქვს აღებული.