LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი Rolls-Royce Phantom ღვინის ფესტივალზე გაიყიდება

67

კომპანია Rolls-Royce გეგმავს ახალი თაობის სედანის, Phantom-ის პირველი ეგზემპლარი აუქციონზე გაყიდოს. ვაჭრობა იანვრის ბოლოს „ზამთრის ღვინის ფესტივალზე“ შედგება, რომელიც ამერიკულ ქალაქ ნეიპლისში, ფლორიდას შტატში გაიმართება.  ვაჭრობიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

პირველი ფანტომი მუქ იისფერშია გადაწყვეტილი და თეთრი ტყავის სალონი აქვს. ავტომობილში დამონტაჟებულია სპეციალური დაფა, სადაც მითითებულია, რომ ეს მოდელის პირველი ეგზემპლარია და ის სპეციალურად ფესტივალისთვის აიწყო.

ავტომობილთან ერთად მყიდველი ექვსლიტრიან ღვინის ბოთლსაც მიიღებს, რომელიც ღონისძიებისთვის ნაპას ველიდან Alpha Omega-ს მეღვინეებმა დამზადეს.

ფანტომის ღირებულება დიდ ბრიტანეთში 350 000 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები