პირველი Rolls-Royce Phantom საბაზრო ღირებულებაზე 1,5-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა. ახალი თაობის სედანის პირველი ეგზემპლარი აუქციონზე 780 ათას დოლარად შეფასდა, რაც მის რეალურ ფასზე 500 ათასი დოლარით უფრო მეტია. აუქციონი ფლორიდას შტატში „ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა და ავტომობილის ახალი მფლობელები ჯონ მეისონი და მისი მეუღლე – ბონი გახდნენ. ავტომობილთან ერთად მეუღლეებს Alpha Omega-ს ვენახში დაწურული ღვინოც აჩუქეს.
საინტერესოა, რომ აუქციონზე შემოსული მთლიანი თანხა სოციალურად დაუცველი ბავშვების განათლებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ Rolls-Royce Phantom-ის პრემიერა 2017 წლის ზაფხულში შედგა და მოდელს 6,75 ლიტრიანი, 571 ძალის მქონე ძრავი აქვს.