LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიზაში „ეშმაკის ბორბალს“ დადგამენ

55

პიზაში სულ მალე ე.წ. „ეშმაკის ბორბალს“ დადგამენ. ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ტურისტებისთვის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეექმნა და არჩევანი საინტერესო ატრაქციონზე გააკეთეს.

კულტურის მინისტრის ანდრეა ფერანტეს განცხადებით, ბორბლის სიმაღლე პიზის კოშკის ანალოგიური იქნება, ანუ 56 მეტრს მიაღწევს. მას არქიტექტურული კომპლექსის სანტა-მარია ასუნტას სიახლოვეს დაამონტაჟებენ და ზაფხულის 3 თვის განმავლობაში შეამოწმებენ, თუ რამდენად პოპულარული გახდება ის ვიზიტორთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ბორბალს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ისინი თვლიან რომ სიახლე ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას დაამახინჯებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები