ესპანური კურორტი სიჯესი, რომელიც ბარსელონიდან 35 კილომეტრშია განთავსებული, პლანეტის ყველაზე ბედნიერ სანაპიროდ აღიარეს. კვლევა კომპანია CV Villas-მა ჩაატარა, წერს Time Out.
ექსპერტებმა იმის გასარკვევად, თუ რომელი სანაპიროები იწვევენ მოგზაურებში ყველაზე მეტ სიხარულს, სოც-ქსელებში ათასობით ტურისტის ფოტო შეისწავლეს და თან ემოციების ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენეს. ისინი დააკვირდნენ იმ ფაქტსაც, თუ რომელ პლაჟებზე იღიმებოდნენ ადამიანები ყველაზე ხშირად.
რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან 30 პლაჟი მოხვდა. ყველაზე მეტი ბედნიერი სანაპირო ევროპაში, განსაკუთრებით ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში აღმოჩნდა.
არაევროპული კურორტებიდან რეიტინგში მოხვდა – მექსიკა, პერუ, აშშ, შრი-ლანკა, თურქეთი და ავსტრალია.
რაც შეეხება სიჯესს, ეს არის თვალისმომჭრელი კურორტი კატალონიიდან, ცნობილი ოქროსფერი პლაჟებით, საოცარი ფესტივალებით და ცოცხალი ატმოსფეროთი. ქალაქი ვიზიტორებს ისტორიული არქიტექტურის, ბობოქარი ღამის ცხოვრების და კულტურული ღონისძიებების მიქსით ხიბლავს.
ბარსელონასთან სიახლოვე მას ტურისტებისთვის პოპულარულ დანიშნულებად აქცევს.