სულ რაღაც 50 დღეში, ჰოლანდიელი წყვილი – ედვინი და ლინზბეტი უჩვეულო ექსპედიციაში გაემგზავრებიან. ისინი თავისივე აწყობილი კროსოვერით Solar voyager–ით 2400 კმ–ს დაფარვას გეგმავენ. მათი ავტომობილის ძარა გადამუშავებული პლასტმასისგანაა დამზადებული და ენერგიას კი მზის ელემენტებისგან იღებს.
ყველგანმავალის დეტალები 3D პრინტერზე დაბეჭდეს. მოდელი სულ 16 მეტრი სიგრძის გამოვიდა და მზის პანელებთან ერთად ის თოვლის გადასალახი სპეციალური მოწყობილობებითაცაა უზრუნველყოფილი. Solar Voyager–ის მთლიანი მასა 1485 კგ–ია, მაქსიმალური სიჩქარე კი 8 კმ/სთ–ს არ სცილდება.
სპეციალურად მოწყობილ საბარგულებში კი 47 დღის მარაგი საკვების მოთავსებაა შესაძლებელი. მთელი მარშრუტის გავლას და უკან დაბრუნებას ჰოლანდიელი წყვილი 30 დღეში გეგმავს.


